ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, რესპუბლიკური პარტია დატოვა.

მისივე თქმით, “რესპუბლიკური პარტია” პარტნიორების გადაწყვეტილებას მიჰყვება და შეთანხმების გარეშე პარლამენტში ინდივიდუალურად შესვლას არ აპირებენ.

“სამწუხაროდ ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც წლებია წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ წინააღმდეგი წასულიყო პარტიის გადაწყვეტილების, ამიტომ მას მოუწია პარტიის დატოვება. სხვა შემთხვევაში ის ვერ განახორციელებდა საკუთარ გადაწყვეტილებას, ის შედის უმახლეს საბჭოში, ძალიან მიკვირს ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინ ც არ დაელოდ მოლაპარაკებებს, მაგრამ ის არ წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას, არ წარმოადგენს ბლოკს, ჩვენ მივყვებით ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

წყარო: ptn.ge