სალომე ჯაშის ახალი ფილმის, Taming the Garden (ბაღის მოთვინიერება) პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგება. სურათი, კინოფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაშია, ის 10 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა და დოკუმენტური კინოს კატეგორიაში იბრძოლებს.
ფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 იანვრიდან 3 თებერვლის პერიოდში ჩატარდება და ჩვენებები ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
ფილმი Taming the Garden შვეიცარულ-გერმანული-ქართული კოპროდუქციაა.
როგორც კინოსურათის სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმი ოდაა, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის მეტოქეობას ეძღვნება. დოკუმენტური ფილმი თანამედროვე ქართული საზოგადოების საჭიროებებსა და ღირებულებებთან კონტრასტში ყვება ისტორიას გავლენიან კაცზე, რომელიც ასწლოვან ხეებს ყიდულობს, რომელთა სიმაღლე 15-სართულიან შენობასაც აჭრბებს და საკუთარ კერძო ბაღში ეზიდება. კინოსურათი ასევე ფოკუსირდება იძულებით მიგრაციის თემაზე, სადაც “ამოძირკვა” მეტაფორაზე მეტია.