დიდი მადლობა, ბატონო კახი, გუშინ ხალხი რომ დაარბიეთ და სახლები დაშალეთ, სხვა შემთხვევაში ეს ოჯახი ამ ბედნიერების წუთებს ხომ ვერ მიიღებდა. ვინ იცის, გათვლილი იყო ამ ყველაფერზე, როგორ იცით, ხალხნო, დაუფიქრებლად ჩირქის მოცხობა.
ფოტოებს მივაწვეთ, ხალხნო, ხან ბიძინას შევეცოდებით, ხან კალაძეს, ხან ფარცხალაძეს
პიარის ღმერთი დალოცოს ზევსმა
მართლა გული მერევა.
”
ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საკუთარ Facebook გვერდზე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც თბილისის მერი ამბობს, რომ ის პირადად გადასცემს საცხოვრებელ ბინას მამაშვილს, რომლის სურათიც გუშინ აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენების შედეგად გავრცელდა.