ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რიუტეს განცხადებით, ქვეყანაში 19 იანვრამდე მკაცრი ლოქდაუნი დაწესდება. ინფორმაციას AP ავრცელებს.
ახალი ზომების ფარგლებში, დაიხურება არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები, მუზეუმები, ზოოპარკები, თეატრები, კინოთეატრები, გასართობი პარკები, ფიტნეს-ცენტრები, აუზები. 16 დეკემბრიდან დაიხურება სკოლებიც.
წყარო: ptn.ge