რამდენიმე ადამიანი და მათი ოჯახის წევრები, ვინც აფრიკაში მიწები დაიტაცა, ფლობენ 4 მსუბუქ ავტომობილს და რამდენიმე ბინას

აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისების ფაქტებს მერია მოიკვლევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ იმ მოქალაქეების ქონების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომლებმაც აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთები უკანონოდ დაისაკუთრეს.

„ამ ადამიანებში არიან ისეთები, რომლებიც სოციალურთა ბაზაშია, თუმცა არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც მიწების დატაცებით ითბობენ ხელს.

მოქალაქე შ.ჟ სიღნაღის რაიონში ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს, მამას რეგისტრირებული აქვს 6 ათას მ.კვ სახნავ-სათესი მიწა. მოქალაე გ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე, მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში 1 255 მ.კვ. მიწის ნაკვეთს ფლობს. მოქალაე დ.ტ. თბილისში ფლობს ბინას. დედას ასევე სოფელ ჯიმითში აქვს 3 302 მ.კვ. მიწის ნაკვეთი. მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 მ. კვ ფართს. მოქალაქე დ.მ თბილისში, ნავთლუხის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას ასევე აქვს 568 მ.კვ. ფართი ნავთლუხის დასახლებაში. მოქალაე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში. მამას კავთისხევსი 1 300 მ.კვ. ნაკვეთი. დედა რეგისტრრებულია ინდმეწარმედ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულით საზოგადოებას ექნება სრული სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე. კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეებს სრულყოფილი მოკვლევა სჭირდება, რომელსაც მერია აუცილებლად გააკეთებს.

 

“იმედინიუსი”