„როსპოტრებნადზორში“ აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს სხვადასხვა ქვეყნისთვის ტესტ-სისტემების უსასყიდლოდ მიწოდებას.
რუსეთმა კორონავირუსის 1,5 მილიონი ტესტ-სისტემა 45 ქვეყანას გადასცა, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ. ამის შესახებ РИА Новости წერს.
მისი სიტყვებით, რუსეთი განაგრძობს სხვადასხვა ქვეყნისთვის ტესტ-სისტემების უსასყიდლოდ მიწოდებას.
„ამჟამად 45 სახელმწიფოს უკვე გადაეცა 1,5 მილიონი ერთეული“, – აღნიშნა მან.
პოპოვამ ასევე დააზუსტა, რომ რუსმა სპეციალისტებმა 12 ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების აღმოსაჩენად 15 მისია შეასრულეს.