სად სთავაზობდა გადაყვანას რომან გოცირიძეს ვაშაძე? – რას წერს რომან გოცირიძე?

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“სამარცხვინო ქართული პოლიტიკური ტრადიციაა, ჯერ ადამიანს ცამდე რომ აიყვან, მერე კი მიწაზე დაანარცხებ და ფეხებით შედგები…

სამი წელი დაუნდობლად ვებრძოდით მე და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს. მე ჩემსკენ ვექაჩებოდი, ის თავისკენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ სეპარატიზმის მხარდაჭერაშიაც კი დამდო ბრალი. უსამართლო იყო რა თქმა უნდა მისი ეს ბრალდება, მაგრამ ღირსეულად ვითმენდი.

დიახ, ის მადრიდის რეალის მომხრე იყო, მე ბარსელონის. ის ერთგული ”მადრიდისტა” იყო თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, მე კი ათ წელიწადში ერთხელ ვიცვლი გუნდს, ამა თუ იმ ფეხბურთელის ხათრით. ბარსელონა გვარდიოლას გამო მიყვარს. ახლა ძველი დიდების ნარჩენებია, მაგრამ გვარდიოლა ჯერ კიდევ სუნთქავს მასში. ახლა ”სიტისტი” ვარ გვარდიოლას ხათრით. ქინქლაძისაც. რა დრო იყო, სიტის რომ ვგულმშემატკივრობდი ყაველაშვილის გამო?

გრიგოლს ჰგონია, რომ გადმომიყვანა ”ნათელ მხარეზე”. ამ სიტყვებით ახდენს ზეწოლას მოწინააღმდეგეებზე. ცდება. აბა რეალი შეხვდეს სიტის?

ჰო და ამ პოსტის მორალი იმაშია, რომ გუშინ ხომ გადაუარეთ გრიგოლს, ახლაც შეგიძლიათ გააგრძელოთ ეს საქმე მილანელებო, კლოპისტებო, მბაპისტებო (ტყუილად ელის რეალში) და რა თქმა უნდა, საჩხერის ჩიხურისტებო.

ქოქოლა კი დაგაყარეთ თავზედა!”