ვადასტურებ, ამ ადამიანებს ივანიშვილი ქეშად უხდის ფულს, თითოს 50 000 ლარს- ვალერი გელბახიანი

„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ერთ–ერთი ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მინისტრებს, ქეშად 50 000 ლარს უხდის. სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც უხდის ფულს ერთგულებისა და სიჩუმისთვის. ამის შესახებ, დახურულ   წყაროზე დაყრდნობით,  დიდი ხნის წინ დავწერე და „ქოცებმა“ ვაი–ვიში დამატეხეს. რამდენად დამაჯერებელია ეს ინფორმაცია თქვენთვის?

– დამაჯერებელი კი არა, ნაღდია, ვადასტურებ, რომ მართლა უხდის არა მხოლოდ მინისტრებს ქეშად ფულს. ეს ბიძინა ივანიშვილის მოგონილი არ არის, ყველა ოლიგარქი უხდის თანხას მაღალი თანამდებობის პირებს, რომ სრულ მორჩილებაში ჰყავდეს. მეც ასე ვიცი და ვეთანხმები „ალიას“ მიერ გავრცელებულ ექსკლუზივს, რომ მინისტრებს 50 000 ლარს უხდის ივანიშვილი. შედარებით ნაკლებს უხდის მინისტრის მოადგილეებს, გუბერნატორებს, სხვა თანამდებობის პირებს, რომლებიც სჭირდება, რომლებიც მის უკანონო დავალებებს ასრულებენ.  რამდენადაც ვიცი, 5 000 ლარს უხდის თავის დეპუტატებს „ქართული ოცნებიდან“. „ქართუ ბანკში“ სპეციალური ფონდია და იქიდან უხდის. რამდენიც არ უნდა გადაუხადოს ივანიშვილმა ხელისუფლების  წარმომადგენლებს, ახლა ხელისუფლებაში ყოფნა სასჯელია. შორსმჭვრეტელი და გონიერი პოლიტიკოსი,  არ გაჩერდება „ქართულ ოცნებაში“, რომლის დამთავრებაც დროის საქმეა.

 ალია