აფრიკში ფოტოატელიე გავხსნათ, ბაღნებს ფოტოები გადავუღოთ- ფოტოებზე არიგებს მერი ბინებსო- ადვოკატი ანა არგანაშვილი

ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელიც გუშინ აფრიკის დასახლებაში პირადად იმყოფებოდა, წერს, რომ სამართლის ლექტორებს მოჰკითხავს პასუხს, იურიდიულ ფაკულტეტზე ფოტოგადაღება რომ არ ასწავლეს.

„აფრიკის დასახლებაში ფოტოატელიე გავხსნათ და ბაღნებს ფიტოები გადავუღოთ, ფოტოებზე არიგებს მერი ბინებსო.

ან საჯარო მმართველობა არ გაგიგიათ ან სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა, ან კონსიტუციცია არ წაგიკითხავთ… რანაირი ხალხი ხართ მმართველობაში.

ბოლო 7 წელი რა სისულელეები მისწავლია იურიდილ ფაკულტეტზე. აიღე ბინა, აჩუქე, ეგ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური ვალდებულება. ყველა სამართლის პროფესორს მოგკითხავთ ფოტოგადაღება რომ არ მასწავლეთ. ამ სისულელე კანონებს რომ მასწავლიდით, რაში მადგება?“