არ ვიცი, სურს თუ არა პრემიერს ჩემი ხილვა მთავრობაში, მაგრამ დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას – ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, სურს თუ არა გიორგი გახარიას მისი ხილვა მთავრობაში, მაგრამ ამ საკითხზე მის გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
„რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, მოდით, დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას. მე არ ვიცი, სურს თუ არა მას ჩემი ხილვა მთავრობაში, მაგრამ მე დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
წყარო: newposts.ge