“ქართული ოცნების” ახალი სახე, პიანისტი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა და ეს არის ამოსავალი წერტილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომის შესვენებაზე განუცხადა.
“8 წელში გინდათ, რომ ქვეყანა აშენდეს?! ომი რომ არ გვაქვს, არ ხართ მაგით კმაყოფილი? არ გაქვთ სტაბილურობა, რა ვინმე დაგესხათ თავზე თუ რაა?! ყველაზე დიდი ამოსავალი წერტილი სტაბილურობა არ არის?” – განაცხადა პიანისტმა პარლამენტარმა ბოლქვაძემ.
წყარო: radiotavisupleba.ge