გაიზრდება თუ არა თბილისში გაზის კომერციული ტარიფი – თურნავა

ბიზნესისთვის გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს ჰქონდა კონსულტაცია კომპანიასთან.

„მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მოქმედი ტარიფი არ გადაიხედება, არ შეიცვლება”, – აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, 3 იანვრიდან „თბილისი ენერჯი” დედაქალაქში გაზის კომერციული ტარიფის ზრდას ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით, 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე გეგმავდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობას 7-მა ბიზნეს-ასოციაციამ განცხადებით მიმართა და მოთხოვა, რომ პანდემიის პირობებში კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მომხდარიყო.

 

“რეზონანსი”