აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალ კვირაში საჯაროდ გაიკეთებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მსურს ამერიკელ ხალხს ვაჩვენოთ, რომ ვაქცინის მიღება უსაფრთხოა,“-განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ 78 წლის არჩეული პრეზიდენტი ასაკის გამო დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება.
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საჯაროდ გაკეთებას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც გეგმავს.
მედიის ინფორმაციით, პენსი ვაქცინაციას პირდაპირ ეთერში პარასკევს ჩაიტარებს.
შეგახსენებთ, აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო.