„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი შანტაჟი, თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია“, – ასე გამოეხმაურა ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ აითვისებენ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის ადეკვატურ პასუხს მიიღებს.
„ჩვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის არის შიშის მიზეზი და იმას, რაც კობახიძემ განაცხადა უფრო მათი მხარდამჭერების გამხნევების მიზანი აქვს. რა თქმა უნდა, ამაზე ადეკვატურ პასუხს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან „ქართული ოცნება“ და კობახიძე აუცილებლად მიიღებს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
? ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიებს, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან 1 წლით შეუჩერდებათ.