სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 16 დეკემბერს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პასუხისმგებელია მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებში სომხეთის წარუმატებლობისთვის, მაგრამ არ ეთანხმება აზრს, რომ მას მთავარი ბრალი მიუძღვის დამარცხებაში.
ფაშინიანმა უარყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ მისმა პოლიტიკამ გამოიწვია ომი, რის შედეგადაც აზერბაიჯანს დაუბრუნდა კონტროლი მთიანი ყარაბაღის პერიმეტრზე მდებარე ყველა რაიონსა და თავად ყარაბაღის ნაწილზე. პრემიერის თქმით, რაღაც მომენტში ომი გარდაუვალი გახდა ობიექტური მიზეზების გამო.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობებზე საუბრისას ფაშინიანმა თქვა, რომ ის მარტო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების ჩატარების შესახებ და რომ საჭიროა კონსენსუსი მისი აუცილებლობის თაობაზე.
ერევანში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრს აკისრებენ დამარცხებისთვის პასუხისმგებლობას.
ოპოზიცია დაიმუქრა, რომ 22 დეკემბერს საყოფელთაო გაფიცვას დაიწყებს.
წყარო: newposts.ge