ფხიზლად იყავი ყმაწვილო, არ ჩაყვე შხამით თრობასა, კაცებთან ომი გიჯობდეს, არაკაცებთან ძმობასა!- მუშვან ვარგი

სოციალურ ქსელში მიშა იოსელიანი ლექსს ავრცელებს:

 კაცებთან ომი გიჯობდეს

მე იმათ ,,დედებს რა ვუთხრა”!
წესსა, რიგსა და წყობასა…
კარს რომ გაუღებ, -გაგყიდის,
მოგთხოვს უფალის გმობასა…

დანაფიც სახლიკაცობას,
ედემის ბაღში ყოფასა,
შეგიცვლის მონის ხუნდებით,
არ დაგჯერდება ყმობასა…

,,ვაისაც” არ გათქმევინებს,
ჩაგაწყვეტინებს ხმობასა,
ეშმაკის რქების მეხოტბე,
,,ჭინჭრობად” გახდის ბზობასა…

ფხიზლად იყავი ყმაწვილო !
არ ჩაყვე შხამით თრობასა…
-კაცებთან ომი გიჯობდეს,
არაკაცებთან ძმობასა !!!


მუშვან ვარგი
(მიშა იოსელიანი)
2014 წლის 2 მაისი