პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საკმარისი არაა და პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95%-მდე უნდა გაიზარდოს
“ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენი მიზანი უნდა გახდეს 90-95%. ეს ის მონაცემებია როდესაც ჩვენ შეგვეძლება ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულებზე, მოხუცებზე, ქრონიკული დაავადების მქონე ჩვენს მოქალაქეებზე და ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა” – განაცხადა გახარიამ.
წყარო: itv.ge