რემდესივირი უკვე საქართველოშია – ეკატერინე ტიკარაძე

გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება და დღეს საქართველოში არის უკვე რემდესივირი – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრეპარატი იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ მისი გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება და დღეს საქართველოში არის უკვე რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება რომ მისი გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით…

ორშაბათიდან რემდესივირი უკვე გამოჩნდება მკურნალობის პრეცესში, პროტოკოლიც შესაბამისად შეიცვლება, გუნდი მუშაობს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ტიკარაძემ.