რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცში საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა, ე. წ. “გაიშნიკებმა”, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკის ფასად, აშკარად გადაარჩინეს ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც ქუჩას კვეთდნენ. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ მოექანება ვიღაც “არაადეკვატის” მანქანა მაღალი სიჩქარით – პირდაპირ ქვეითების მიმართულებით. ამ დროს, ბედზე, წინ, ნელი სვლით მიმავალი საპატრულო მანქანის ეკიპაჟი დროულად ხვდება საფრთხეს და საპატრულო მანქანით გზას უღობავს დამრღვევ მძღოლს.
შემდგომში გაირკვა, რომ დამრღვევს არ ჰქონდა საბუთები და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა: