საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ავიარეისებზე აკრძალვის ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. საქართველოს მთავრობამ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი უკვე არაერთხელ გადადო.
„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აკავშირებს მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და მილანის აეროპორტებთან.
შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება რეგულარულ რეისებზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა ხორციელდება.
“სპუტნიკი”