საზოგადოებრივი ბორდის წევრი, ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“თბილისის მერიას და, საერთოდ, ყველა სახელმწიფო უწყებას მივმართავ:
როდემდე უნდა იფხანოთ მარცხენა ხელით მარჯვენა ყური და მარჯვენა ხელით მარცხენა ყური?!
ფიმფამფლუ სასწავლებლებში ის არ გასწავლეს, რომ ნებისმიერი პროცესის დაწყებამდე საზოგადოების წინსწრებით ინფორმირებაა აუცილებელი?!
კარგი, ვთქვათ, არ გასწავლეს (არადა, დარწმუნებული ვარ, გასწავლიდნენ!), პრაქტიკამ მაინც არ გიჩვენათ, რომ ასე, წერაყინით და ქვიშიანი სათლით სირბილი ძალიან დამღლელია?!
როდემდე უნდა აქროთ ხანძრები იქ, სადაც შესაძლებელია პრობლემის ალიაქოთის გარეშე მოგვარება?!
ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაა შესაძლებელი გონივრული მიდგომით!
ახლა რომ გვეუბნებით, აფრიკის დასახლებაში მიტაცებულ სახელმწიფო მიწაზე მშენებარე უკანონო ნაგებობების მფლობელები არც სოციალურად დაუცველები არიან და არც უსახლკაროებიო, ადრე რატომ არ გვითხარით, მთელი დღის განმავლობაში ქვეყანა რომ ააფორიაქეთ?!
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც კერძო საკუთრების უკანონოდ დაუფლება არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება სახელმწიფო ქონების მიტაცებაც!
არ შეიძლება და მორჩა!
უკანონობას არ აქვს გამართლება!
როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების სიხარბეზე ვსაუბრობთ, ეს არ ამართლებს სხვათა მტაცებლობას!
რა გამოდის, ამ ადამიანებს შესაძლებელობა რომ ჰქონდეთ, ისევე გაძარცვავდნენ ყველას და ყველაფერს, როგორც ისინი ძარცვავენ, ვისაც ამუნათებენ?!
გაჭირვებით ყველაფრის გამართლება არ შეიძლება!
და ამ შემთხვევაში სხვა საუბარი, უბრალოდ, სპეკულაციაა!
აგერ, ნახეთ, რა შევიტყვეთ გუშინდელი აურზაურის შემდეგ.
არადა, ვიმეორებ, ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება წინა დღეებშიც შეიძლებოდა.
უფრო სწორედ, – აუცილებელი იყო!
ჰო, კიდევ ერთიც:
სახლებიდან არავინ გამოუყრიათ!
ჟურნალისტების და ოპერატორების მთელი არმია აშუქებდა აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებს და იქ არავის უნახავს ქუჩაში გამოყრილი ავეჯი.
ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს რომ “თვალები მიხატული აქვს”, აქამდეც ვიცოდით!
ამიტომაც აფუთფუთდნენ საცეცშეწყობილად!
ევროპულ პრაქტიკას რომ იმოწმებთ, რომელ შენობაში ცხოვრობდნენ ადამიანები?!
რომელი შენობა იყო საცხოვრებლად მომზადებული?!
კედლები დაანგრიეს, შეულესავი და გადაუხურავი კედლები, სადაც არავინ ცხოვრობდა!
მორჩით სპეკულაციებს!
ბონდო მძინარაშვილი