თბილისში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებულ ფორმატში გაიმართება

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებულ ფორმატში გაიმართება.

წელს არ გაიხსნება საახალწლო სოფელი, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა კი გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.

რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს, თბილისში 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება, რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში განხორციელდება.

 

“ინტერპრესნიუსი”