თურქეთი რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე უარს არ იტყვის- ჩავუშოღლუ

თურქეთი, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსული S-400-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვისგან უკან არ დაიხევს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Kanal 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად და იურიდიულად არასწორია და თურქეთის სუვერენულ უფლებებზე თავდასხმას წარმოადგენს. მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ სანქციები ანკარაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

შეგახსენებთ, აშშ-მ თურქეთს რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა.