ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს COVID-19-ით იყვნენ ინფიცირებულები ანტისხეულები აღმოაჩნდათ

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მრჩეველთა კომიტეტმა “მოდერნას” ვაქცინის საგანგებოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა შეერთებულ შტატებში 17 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

28 დეკემბრიდან სამკვირიანი საყოველთაო კარანტინი ცხადდება პოლონეთში, სადაც დამატებით კომენდანტის საათი იმოქმედებს ახალი წლის ღამეს. დღესასწაულზე კომენდანტის საათი დაწესდება პორტუგალიაშიც. საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება 6 კვირით ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ახალი კვლევის მიხედვით, ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს COVID-19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ.

 

“რუსთავი2”