“ჩრდილოეთის ბოროტების ყინულოვანი იმპერია ერთ შემთხვევაში დაიშლება- მაქარაშვილმა და “რადიო თავისუფლებამ” ლოცვები გააძლიერონ”

მოსაწყენი ზამთარია…
ვერც რევოლუცია ვიხილეთ, არც ვაჟა ექიმის მსგავსი გმირი ჩანს და აღარც ამერიკის სენატი იღებს მხარდამჭერ რეზოლუციებს.

წყვდიადია გაბატონებული კავკასიის გენდერულად ყველაზე ნეიტრალურ ქვეყანაში და კრემლი, ტრადიციისამებრ, კვლავ ოკუპანტია.
ამიტომ, გადავწყვიტე, ძველი წინასწარმეტყველება გამენდო
ჯორჯიელი პატრიოტებისათვის.
ჩრდილოეთის ბოროტების ყინულოვანი იმპერია ერთ შემთხვევაში დაიშლება: თუ ჰაერის ტემპერატურა მინუს 96 გრადუსამდე დაეცემა და სუფთა სპირტი გაიყინება.

ბატონმა მაქარაშვილმა და “რადიო თავისუფლების” რედაქციამ ლოცვები გააძლიერონ . . .

დაათ ცაბაძე