შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ბადრი ესებუა საქმეს ეხმაურება.
მინისტრის საქმის მიმდინარეობის დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც გომელაურის თქმით, ესებუას ეხმარებოდა.
„ვმუშაობთ. მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და აკრძალული ტვირთები გადაჰქონდა. ვმუშაობთ, ბოდიში, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.