ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბრიდან გეგმავენ.
virus
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
“თუ შესაბამისი ნებართვა იქნება, გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება. ამავე დღიდან სურთ ვაქცინაციის დაწყება ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც” – განაცხადა იენს შპანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვის გაცემას ელოდება.
წყარო: ptn.ge