კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად დაიკლო, ვითარება ყოველდღე უმჯობესდება

საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში  ადამიანი 2 244 გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.  ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 870 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 011 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 204 003 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 171 526 გამოჯანმრთელდა, 2 002 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 468 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 680, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 183.

გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 001 პაციენტი.

 

“რეზონანსი”