მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი რეალითი-შოუ ДОМ-2 იხურება: ცნობილია თარიღი

ტელეპროექტი „დომ-2“ ეთერში პირველად 2004 წელს გავიდა და დღემდე არ შეწყვეტილა. ეს მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი რეალითი-შოუა.

 რუსული გასართობი არხის, ТНТ–ს ხელმძღვანელობამ ტელეპროექტ Дом-2–ს დახურვა გადაწყვიტა, იუწყება რუსული მედია არხის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„არხТНТ–ზე მთავრდება მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ყოველდღიური რეალითი–შოუ სიყვარულის შესახებ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შოუს ფინალი 30 დეკემბერს გაიმართება, შემდგომში კი მისთვის განკუთვნილ საეთერო დროს სტენდაფის ჟანრის ხუთი პროგრამა ჩაანაცვლებს.

როგორც ТНТ–ს დირექტორი რომან პეტრენკო აცხადებს, არხს სხვა ფორმატებზე სურს კონცენტრირება.

აღსანიშნავია, რომ Дом-2 პირველად ეთერში 2004 წლის 11 მაისს გავიდა გავიდა და მას შემდეგ განუწყვეტლად გრძელდება. მას მილიონობით მაყურებელი ჰყავდა. ამ ხნის განმავლობაში ტელეპროექტში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.