მთავრობა ანაკლიის არარენტაბელური პორტის ინფრასტრუქტურაში ბიუჯეტის ფულს ტენის – ვისი გავლენის ქვეშაა მთავრობა?

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

ეს ხდება იმისდა მიუხედავად, რომ  “ანაკლიის კონსორციუმთან” საარბიტრაჟო დავის გამო, არსებობს რისკი, რომ პროექტზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი წარუმატებელი აღმოჩნდეს – ეს შენიშვნა თავად ბიუჯეტის პროექტშია გაკეთებული:

“არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი”, – წერია ბიუჯეტის პროექტში.

ისმის კითხვა, მაშ რატომ ხარჯავს ხელისუფლება საბიუჯეტო ფულს წინასწარ, როდესაც აშკარაა, რომ არანაირი “მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების” ინვესტორი არ ეყოლება პორტს და მას მხოლოდ სამხედრო დატვირთვა შეიძლება, მიენიჭოს? ამისთვის ხომ არ იყო ცოტა ხნის წინ მაიკ პომპეო საქართველოში ჩამობრძანებული? ვისი გავლენით მოქმედებს საქართველოს მთავრობა? – ეს ის კითხვებია, რომლებსაც არც არავინ სვამს და არც არავინ პასუხობს ხელისუფლებაში.