რუსეთის ფედერაცია დაისაჯა – 2 წელი ჰიმნის და დროშის გარეშე

როგორც ცნობილია, მსოფლიოს ანტი-სადოპინგო სააგენტომ რუსული სპორტი 4 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სასჯელის თანახმად, რუსეთს ყველანაირი სპორტული ღონისძიების მასპინძლობა აეკრძალა, ამასთან ერთად რუსეთის ვერც ერთი სპორტული წარმომადგენელი (გუნდები, ინდივიდუალური სპორტსმენები და ა.შ) ვერ მიიღებდნენ საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობას.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლოდ (CAS) სასჯელი შეამსუბუქა და ვადა 2 წლამდე შეამცირა. რუსული სპორტის წარმომადგენლებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ექნებათ, მაგრამ დროშისა და ჰიმნის გარეშე. ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ. ეს ყველაფერი კი 2022 წლის 16 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

 

შეგახსენებთ, რომ დაწესებული შეზღუდვა ოლიმპიადას და მსოფლიოს პირველობებს ეხება. “ევრო 2021-ის” თამაშები კი რუსეთში ჩვეულებისამებრ გაიმართება. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაც შეუძლია. საბოლოო ჯამში, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლოდ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა სასჯელი.

ცნობისთვის ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვის ანტი-სადოპინგო ლაბორატორიაში დარღვევები დაფიქსირდა. ასევე ვიგებთ, რომ რუსეთს მსოფლიოს ანტი-სადოპინგო სააგენტოსთვის 1.27 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, რადგან გამოკვლევები მოსკოვის ლაბორატორიაში სწორედ ამდენი დაჯდა.