სსრკ-ში მაშინ სამი ნაცია იცოდნენ: რუსები, არარუსები და ქართველები;1983 წელი, მოსკოვი -ადამ კედელიძე

1983 წელი. მოსკოვი. ს.ს.რ.კ.-ში მაშინ სამი ნაცია იცოდნენ: რუსები, არარუსები და ქართველები.

ქართველებზე მაშინ ლეგენდები დადიოდა, ქართველებზე ზღაპრების მოსმენის შემდეგ შურდათ ჩვენი, მოკლედ, საქართველოს საზღვარს გარეთ ქართველობა მძიმე „ტვირთი„ იყო, ძნელად სატარებელი, ყველგან ორმაგი ყურადღება, ორმაგი გადასახადი ყველაფერში,……
წლის ბოლოს ნახევარი საქართველო მოსკოვში იყო საყიდლებზე ჩამოსული, დავდევდი მათ, მაღაზიებს ვასწავლიდი,…..
“სადოვოე კოლცო“-ზე ფეხსაცმლის მაღაზიაში პორტუგალიურ ქალის ჩექმებს ყიდდნენ, ჩავეწერეთ რიგში 491,492 ნომრით, ნომერს ხელზე გვაწერდნენ, მთავარი ის იყო, რომ ყოველ საათში „პერეკლიჩკა„ ტარდებოდა, ვინც არ იყო ადგილზე სიიდან შლიდნენ,………
მიდის „პერეკლიჩკა, საქმე ჩვენ, ქართულ გვარებზე მივიდა,……
აი, იმ დროს ალენ დელონი და სოფი ლარენი რომ დაენახათ რიგში, იმდენზე არ გაუკვირდებოდათ, რამდენზეც ქართველების გვარები და მათი რიგში დგომა,…….
აი, ლეგენდად ქცეული „ზეციური„ ქართველები, ჩვენთან ერთად დგანან რიგში, ეს რა ხდება,……ასეთი შურით კმაყოფილი სახეები არასოდეს მენახა ადრე,….სიხარულით ხალხს დროებით დაავიწყდა თუ რისთვის იდგნენ რიგში,……..
მათ არ იცოდნენ, რომ როგორც რუსეთში, ისევე საქართველოში ქალის კოლგოტკებს, ფინურ ფეხსაცმელს,………..აღმასკომის თავმჯდომარე ანაწილებდა „მოწინავე მუშა-გლეხზე,…..?

ადამ კედელიძე