ვნახოთ ერთი აბა, რამდენად შეძლებს ივანიშვილი არჩევნების არ დანიშვნას – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად 2021 წლის გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას იწყებენ. მელიას თქმით, ხელისუფლებას უნდა თუ არა ეს, ხელახალი არჩევნები მაინც დაინიშნება.

“გარწმუნებთ, ახალი არჩევნები დაინიშნება, მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს თუ არა. თუ არ დანიშნავს, საზოგადოება აუცილებლად დაანიშნიებს ახალ არჩევნებს. ჩვენ დავიწყებთ სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის მზადებას გაზაფხულისთვის და ვნახოთ ერთი აბა, რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების არ დანიშვნას”, — განაცხადა მელიამ ფორმულასთან.