აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA) მიანიჭა.
აშშ-ის მასშტაბით შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინის 5.9 მილიონი დოზის განაწილება მოხდება. წლის ბოლომდე კი კომპანია აშშ-ის მთავრობას 20 მილიონამდე დოზას მიაწვდის.
ვაქცინამ, რომელიც Moderna-მ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან პარტნიორობით შექმნა, კლინიკური ცდების დროს 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
აღნიშნული ვაქცინა თვითოეულ პაციენტზე ორჯერ, 28-დღიანი ინტერვალით გაკეთდება.
წყარო: itv.ge