ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა!

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ღაზნის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, რელიგიური თავშეყრის ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მოტო აფეთქდა. ბავშვები ამ დროს რელიგიურ ღონისძიებას ესწრებოდნენ.

არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერმა აჰმად ხანმა მომხდარში “თალიბანი“ დაადანაშაულა, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის არ აუღია.

წყარო: newposts.ge