მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კორონავირუსის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას.
„ფსიქოლოგიურ განწყობას, იმედს, ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს; მათ შორის, ადამიანის ბუნებასაც. დადებითი განწყობა, იმედი, მართლაც ახდენს გავლენას კორონავირუსის მიმდინარეობაზე” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმმა მარინა ენდელაძემ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ლაივჩართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ეს მიდგომა პაციენტებს მძიმე გართულებებისგან იცავს.
“რეზონანსი”