ორი მეტრი მიწა და ოთხი ფიცარი- უფლის სამართალს არავინ გაქცევია და ვერც ვერავინ გაექცევა- დიტო ბიძინაშვილი

ისე რას ვფიქრობ იცით, აი ეს მსოფლიოს ძლიერი ტიპები რომ არიან, გინდ მასონები დაარქვით, გინდ სიმფსონები, გინდ ლორდები, მილიარდერები, სატანისტები, გლობალისტები ან ფულიანი ბიძები ულტრა შესაძლებლობებით.

100-100 წელი ცხოვრობენ ყვავებივით ეს სოროსები, როკფელერები, კარნეგები, მორგანები, როტშილდები და კიდე რამდენია ვინ იცის, ზოგი მათგანი საერთოდ არც ვიცით, ზოგიც ბარუხივით გასაიდუმლოებულია – შიშის თესვის მიზნით, მაქსიმუმ ორიოდე ინფორმაცია და მორჩა. და ესენი იკეთებენ ამდენ ოპერაციია-გადანერგვებს, ეძებენ დიდხანს სიცოცხლის საშუალებას – არ გავგიჟებულვარ, ვიცი რასაც ვამბობ და ა.შ თავის ჭკუაზე ატრიალებენ პრეზიდენტებს, ქვეყნებს, კორპორაციებს, დანიშნულ მთავრობებს. ერთი სიტყვით, მათი შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ ერთი მთავარი ავიწყდებათ – მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაში აქვთ ამდენი უფლება და ის რომ მარადიული არაფერია. ყველა მათგანი დაბერდება, ყველა მათგანი დაუძლურდება და ყველას დასჭირდება ღმერთი – აი ზუსტად იმასაც, ვინც ყველაზე მეტი ბოროტება აკეთა და ყველაზე მეტად არ წამდა უფლის. ბევრი ათეისტის, სიკვდილისწინა ფრაზებია ცნობილი და ყველა მათგანი, პატიებას სთხოვდა უფალს.
ერთს კი ვპირდები, ვერაფერსაც წაიღებენ იქით, მაგრამ ყველა ადამიანი წარსდგება უფლის წინაშე. სხვისი ცოდვით გახარებული არ გეგონოთ – არიქა სხვაზე ნაკლები მაქვს თქო, ჩემიც მეყოფა. უფალმა მიუტევოს ყველას.
ხოდა გლობალისტო ბიძიებო, კოსმოსზე და უტოპიურ პროექტებზე რომ ხარჯავთ ფულს, მილიონობით ბავშვი შიმშილობს დედამიწაზე. გაიკარით ჯიბეზე ხელი, რა ჯანდაბად გინდათ ამდენი ფული? ადამიანს იმდენი ჭირდება, რამდენიც ელემენტარულ სიცოცხლეს უნდა, ამის მერე ყველაფერი კომფორტი და ფუფუნებაა.
იცით ბოლოს რა სხვაობა იქნება უბრალო ხალხს და თქვენს შორის? არც არაფერი, ორი მეტრი მიწა და ოთხი ფიცარი, უბრალოდ თქვენი ოთხი ფიცარი, გაცილებით ძვირად ღირებული იქნება.
ყველა ანტიქრისტეს მსახური, მკაცრად დაისჯება. უფლის სამართალს არავინ გაქცევია და ვერც ვერავინ გაექცევა. ცოცხალი ღმერთი გვყავს, რომელსაც კარგის მეტი არაფერი უთქვამს და უკეთებია კაცად ცხოვრების დროს.მას მოუსმინეთ და არა ცრუ მესიებს. და ბოლოს, სასწაულებს თუ ეძებთ ქართველებო, საქართველოს არსებობა დღემდე, ყველაზე დიდი სასწაულია.

დიტო ბიძინაშვილი