სააკაშვილი ყირგიზებს რეფორმების განხორციელებაში დახმარებას ჰპირდება- ექსპერტი ჟაპარ უსენოვი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყირგიზებს რეფორმების განხორციელებაში დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ექსპერტი ჟაპარ უსენოვი წერს, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ვახშმობის დამადასტურებელ ფოტოს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე აქვეყნებს.

„ადამიანი ლეგენდა. მიხეილ სააკაშვილის სახლში შედგა ვახშამი, სადაც მისივე მიწვევით იმყოფებოდნენ მისი თანამებრძოლები და პარტნიორები მარგულან სეისემბაი და ზურაბ ადეიშვილი. ხდება, როდესაც ადამიანს სხვაგვარად წარმოიდგენ, შეხვდები ცხოვრებაში და ის აბსოლუტურად სხვაა და მოდის იმედგაცრუება. ეს მიხეილ სააკაშვილზე არ არის და რეალური გაცნობისას მისი ენერგია და ქარიზმა ჩანს. ის არის ადამიანი, რომ თავისკენ განგაწყობს.

ვისაუბრეთ საქართველოს და უკრაინის რეფორმებზე. მე მიხეილს ვუამბე ყირგიზეთში მიმდინარე საქმეებზე. ბევრი პარალელი ვიპოვეთ ჩვენ ქვეყნებს შორის, მაგალითად, ეკონომიკის და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში. ბევრი საერთო გვაქვს პრობლემების თვალსაზრისითაც.

მიხეილმა და მარგულანმა დამარწმუნეს, რომ „უბრალო გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისი“ მზად არის მეთოდოლოგიური და საექსპორტო დახმარებისთვის ყირგიზეთში რეფორმების განსახორციელებლად იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ მხარეს ექნება მათი დანერგვის სურვილი.

პ.ს. ამიტომ, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, შევეცდებით თუ არა მოვისმინოთ საუკეთესო პრაქტიკა და დავნერგოთ ისინი რესპუბლიკაში, ან არა“ , – წერს ჟაპარ უსენოვი.