ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიმართა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მოითხოვა, რეაგირება ჰქონოდათ გვარამიას პირად ფეისბუქგვერდზე გამოქვენებულ პოსტთან დაკავშირებით.
ქარტიის განცხადებით, ადმინისტრაციის წერილში ეწერა, რომ 11 დეკემბერს გვარამიამ “შეურაცხმყოფელი და ყოვლად მიუღებელი” პოსტი გამოაქვეყნა პრეზიდენტზე.
ქარტიაში ამბობენ, რომ გვარამიას ფეისბუქზე გამოქვეყნებული პირადი მოსაზრება არ არის მედიაპროდუქტი, ქარტია კი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც დადგენილი სტანდარტებით მედიაპროდუქტის ეთიკურობას აფასებს — შესაბამისად, ამ პოსტს ვერ შეაფასებენ. გარდა ამისა, ქარტიაში აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სივრცეში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.
“აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი”, — აცხადებენ ისინი.