იმის ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ, არიქა გავიმარჯვეთ არჩევნებში, დავხურეთ საქმე და ახლა ბედნიერად ვიცხოვრებთო. როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყვეს, ისეთი ჯოჯოხეთი მოეწყობათ მაგათაც, – ამის შესახებ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საკმაო მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რომ ოჯახმა სტრასბურის სასამართლოში იჩივლოს.
“თუკი თამუნა თვითმკვლელობას გეგმავდა ამდენი ხნის მანძილზე, რაში სჭირდებოდა ელექტროშოკი? ჩამოვაყალიბებ ამასაც და ვეტყვი ამ წამლების დასახელებებსაც. შეიძლება, მიზანმიმართულად აბარებდნენ, აფთიაქში არის ჩანაწერი, რომ ეუბნება, ჩემთვის არ მინდა ეს წამალი, სხვამ დამაბარაო. თუნდაც, ბუზების არსებობა დახურულ სივრცეში, მაინტერესებს, ისინიც ეგრე იფიქრებენ, რომ ბუზებს შეეძლოთ სისხლის წვეთების გადატანა? ან მამაკაცის უცხო დნმ მანქანაში?
ძალიან ბევრი მტკიცებულებებია, შეიძლება უცებ ყველაფერი ვერ გავიხსენო. იმის ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ, არიქა გავიმარჯვეთ არჩევნებში, დავხურეთ საქმე და ახლა ბედნიერად ვიცხოვრებთო. როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყვეს, ისეთი ჯოჯოხეთი მოეწყობათ მაგათაც. ბაჭულაშვილმა რომ დაგვირეკა და გვითხრა, თქვენი შვილი შარშიაო. ვითომ კარგად დაგეგმეს თვეების მანძილზე მზაკვრულად ინსცენირებული თვითმკვლელობა, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომა გაეპარათ და ზუსტად ამით გასაჩივრდება სტრასბურში“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამბები