„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია გოჩა ლორთქიფანიძეს წარმატების მიღწევას ულოცავს. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, გოჩა ლორთქიფანიძე იყო ის, ვინც მმართველი პარტიის პირობებში კომპეტენტურობა შეინარჩუნა.
„ვულოცავ ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს წევრად არჩევას, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა (მცდელობა ქონდა მინდია უგრეხელიძეს – მეორე, კიდევ უფრო მაღალი სტატუსის, ჰააგის გაეროს სასამართლოს წევრობაზე იყრიდა კენჭს და კუდით ქვა ასროლინეს).
ძალიან საამაყო ფაქტია, თავისთავად, და ასევე, თუ ვინმე დიდი ქოციანობის დროს კომპეტენტური და წესიერი ყოფილა ხელისუფლებაში, პირველ რიგში, გოჩა ლორთქიფანიძეა. მის ნაცვლადაც მიხარია – გაასწრო აქედან და იუსტიციის უუფლებო მინისტრობას და ბიძინას სამსახურში ყოფნას, ქვეყნის სამსახურში გადაინაცვალა. წარმატებები“,- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატადაა წარდგენილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.