ინდოეთში მოსახლეობის 70% ვაქცინაციაზე უარს ამბობს

ინდოეთის მოსახლეობის 70% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Indian Express წერს.

ვირუსი

გამოცემის ცნობით, LocalCircles-ის მიერ მომზადებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 18 000-მა ადამიანმა მიიღო.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.