მიშა, ნინო და ადოლფი (ფროიდის მიხედვით)

ცნობისთვის:

 პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დამფუძნებელი, ეფრეიტორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაიბადა.

• “გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის”დამფუძნებელი, ეფრეიტორი ადოლფ ჰიტლერი ავსტრიაში დაიბადა.

• სქესობრივ ლტოლვაზე (libido) დაფუძნებული ფსიქოანალიზის თეორიის შემქმნელი, დოქტორი ზიგმუნდ ფროიდი ავსტრიაში დაიბადა.

• ბარონესა ელფრიდე ერენფელს ფონ ბოდმერსჰოფი (ლიტერატურული ფსევდონიმი “ყურბან საიდი”) ავსტრიაში დაიბადა, სადაც 1937 წელს გერმანულად გამოიცა მისი რომანიალი და ნინო” (“Ali und Nino”) აზერბაიჯანელი ალის, ქართველი ნინოსა და სომეხი მელიქის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ.

• პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით, არქიტექტორი კვესიტაძის მექანიკურ კომპოზიციას “კაცი და ქალი” ალი და ნინო”დაერქვა და ის საქართველოში, ბათუმში დამონტაჟდა (დაღამებისას, 8–მეტრიანი ფიგურები ერთმანეთს უახლოვდებიან და ახდენენ სქესობრივი აქტის იმიტაციას, შემდეგ კი შორდებიან, ათა კვლავ მიუახლოვდნენ ერთმანეთს, სრული ციკლი 10 წუთს გრძელდება).

რა კავშირია ეს ყველაფერი? განვმარტავ: ფსიქოანალიზის თეორიის თანახმად, ჰიტლერისა და მისი პატარა ქართველი ასლი სააკაშვილის პიროვნების (მე, ეგო) ქმედებებს (მასობრივი მკვლელობები, წამება და სხვა მასობრივი ძალადობა) მართავდა მემკვიდრეობით მიღებული (ის, იდ–ი) სქესობრივ ლტოლვაზე(ლიბიდო) დაფუძნებული არაცნობიერი ინსტინქტები და ბავშვობაში სექსუალური ფანტაზიებით შთაგონებული სიზმრები. წარსულის არაცნობიერი სექსუალური სურვილები, რომლებსაც ფსიქიკურად ჯანმრთელი პიროვნება აღიქვამს, როგორც ზედმიწევნით ბიწიერსა ან აკრძალულს, რასაც არსებობის უფლება არ აქვს, ისტერიული აშლილი ფსიქიკის მქონე პიროვნებების – ჰიტლერისა და სააკაშვილის – აღქმაში რეალიზებას ექვემდებარება. ჰიტლერისა და სააკაშვილის ფსიქიკის ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცნობიერების სტრუქტურაში აკლია მესამე კომპონენტი – ზე–მე, სუპერ–ეგო, რომელიც პასუხისმგებელია მორალურ თვისებებსა და საყოველთაოდ მიღებული კანონების დაცვაზე, კერძოდ – სინდისის ფუნქციის შესრულებაზე. ამიტომ, ჯანსაღი სუბლიმაციის ნაცვლად – ლიბიდოს ენერგიის გადამისამართება საზოგადოების მიერ მოწონებულ მიზნებზე – მოხდა საპირისპირო სუბლიმაცია – ჰიტლერმა და სააკაშვილმა, რომლებმაც ხალხზე შეუზღუდავი ძალაუფლება მიიღეს, თავიანთი ენერგია მიმართეს ანტიადამიანური მიზნებისკენ, რის მისაღწევადაც სადისტური მეთოდები გამოიყენეს. ამან ორ “ვერტერს” აუნაზღაურა სიჭაბუკეში განცდილი ტანჯვა საპირისპირო სქესის უყურადღებობის, უპასუხო სიყვარულისა და მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრების გამო.

ანამნეზი

   პრობლემატურ ოჯახში გაზრდილი, ენურეზით დაავადებული მიშა მხოლოდ გამზრდელ ბებიასა და დედასთან ურთიერთობდა, ხოლო საყვარელი დედის გარემოცვაში მყოფი მამაკაცები – მამა, მამინაცვალი, ფეთულაჰ გიულენი – მთელი ცხოვრება ფარულად სძულდა (ოიდიპოსის კომპლექსი). მიშას ასევე სძულდა „უხეში“ თანატოლები, რომლებიც “თავხედურად” კოცნიდნენ ერთმანეთს სკოლის ტუალეტთან, მას კი სცემდნენ, თვალთვალისა და ენატანიობის გამო. აყლაყუდა უფროსკლასელის ცნობიერებას ონანიზმი ვერ აკმაყოფილებდა, როდესაც მისი კლასელები აქტიურად იძენდნენ სექსუალურ გამოცდილებას და მიშამ სცადა სამოყვარულო პორნოფილმის გადაღება, რის შედეგადაც ქართველი საზოგადოებისგან გარიყული აღმოჩნდა. ინტელიგენტი პროფესორების ოჯახიშვილს, “დედიკოს ბიჭს” ვერაფრით გაეგო – ასე ცუდი რა გააკეთა?! დიდი ამბავი – მიიწვია თანაკლასელი გოგოები სახლში, კოცნიდა და მსუბუქი სექსით დაკავდა! კი, მან ფარულად ჩაწერა ყველაფერი ვიდეოკამერით, შემდეგ კი ვიდეოკასეტებზე გადაიტანა გასასაღებლად, მაგრამ, აქაოდა, რომელი გოგო არ ოცნებობს კინოვარსკვლავობაზე?!

მაშინ ვერავინ მიხვდა, რომ საქმე ფულის შოვნაში კი არა, არაადექვატურ ფსიქიკაში იყო – მიშას სექსუალურად კმაყოფილებდა ს ფაქტიც კი, რომ მის მიერ გავრცელებულ სექსუალური ხასიათის კადრებ ბევრი უცხო ადამიანი ნახავდა! შემდგომში პრეზიდენტი სააკაშვილი ორგაზმს განიცდის სექსუალური ხასიათის ათასობით ვიდეოსგან, რომლებსაც მისი ბრძანებით საიდუმლოდ გადაიღებენ, და რომლებშიც ასახული იქნება პატიმრების წამება ციხის მცველებისა და მამათმავლების მონაწილეობით და მისი მინისტრებისა და პარლამენტარების სქესობრივი აქტები ცოლ–ქმრის საძინებლებში.

       თუმცა, ეს მოგვიანებით მოხდება… ბავშვობაში კი მიშა, რომელიც თავს არიდებს თანატოლებს, ლიბიდოს დაკმაყოფილების გზას წიგნებში ეძებს, თავს წარმოიდგენს სიყვარულით დაკავებული მთავარი გმირების ადგილას და წარმოსახვით ავითარებს სექსუალურ ეპიზოდებს, რომლებმაც აღაგზნო. და აი, როლური თამაშებით გატაცებული პოლიგლოტი ბავშვი, რომელიც ძალიან ადრე დაეუფლა უცხო ენებს და ამიტომ გაოგნდა დასავლური და აღმოსავლური კულტურების ერთდროული გავლენის გამო (მათ შორის, თურქოლოგი დედის წყალობით), წააწყდაალი და ნინოს”. სექსუალური შოკი, რომელიც მან განიცადა ამ რომანის წაკითხვისას, მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება მის ქვეცნობიერში! მიშას აღგზნებული ფანტაზია უხატავდა აზერბაიჯანელი ალისა და ქართველი ნინოს სექსუალური ურთიერთობის სცენებს. შემდეგ ის თავს წარმოიდგენდა არა ალიდ, არამედ ყარაბაღელ სომეხ მელიქად, რომელსაც სექსი ჰქონდა ნინოსთან – ნინო მას წინააღმდეგობის გარეშე დანებდა. ხოლო როდესაც ალიმ ამის გამო მელიქი მოკლა, მიშა ისევ ალიდ გარდაიქმნა – წარმოიდგინა, როგორ მოკლავდა ყველას, ვინც მეზობელ გოგონას აკოცებდა და ამავე დროს – ყველა იმ კაცს, ვისაც დედამისი უყვარდა! ასაკის შეუფერებლად გარყვნილი მიხეილი თავს ნინოს როლშიც კი წარმოიდგენდა (ლატენტური ჰომოსექსუალობა), რომელიც საშინლად აღიგზნებოდა ალის ცქერისას, აშურის დროს საკუთარ თავს რომ აწამებდა!

     წლები გადიოდა… მიშა პრეზიდენტი გახდა და დაიკმაყოფილა თავისი, უწინ მიუწვდომელი სექსუალური ფანტაზიები მორჩილი გოგოების მეშვეობით, რომლებსაც ძვირადღირებული საჩუქრებით, ბინებით და კურორტებით ანებივრებდა (მათ შორის, დუმილის სანაცვლოდ ცუდი პოტენციის, უხეში სექსისა და ნარკოტიკებით გატაცების გამო), ნიშნავდა მათ თანაშემწეებად და მინისტრებად (როგორც ადოლფი, რომელმა ფიურერად ქცევის შემდეგ მრავალი საყვარელი გაიჩინა).

არ დავიწყებია მიშას არც რომანიალი და ნინო” – მან საკუთარ ლიბიდოს ძეგლი დაუდგა თურქეთთან მოსაზღვრე აჭარაში და ამით მაჰმადიანებს მოუწოდა მასობრივად ჰქონოდათ სექსი “ნინოს მსგავს მორჩილ“ ქართველ ქალებთან! და ეს გამოუვიდა კიდეც – აჭარაში სააკაშვილის დროს გაიხსნა ათასობით სასტუმრო – ბორდელი თურქებისთვის, რომლებსაც სააკაშვილი დაუბრკოლებლად ანიჭებდა საქართველოს მოქალაქეობას და რომელთათვისაც ათასობით მეჩეთი გახსნა. ხოლო გიულიმ, გიულენთან ერთად, გახსნა მრავალი თურქული უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ თბილისშიც. ჩრდილოეთ კავკასიიდანაც კი მამებს შვილები აჭარაში ჩამოჰყავდათ პირველი სექსუალური გამოცდილების მისაღებად ქართველ ქალებთან! მასობრივი ორგიების ორგანიზებამდე, როგორც ნაცისტურ გერმანიაში, ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ სააკაშვილს მეორედ მოუწია საქართველოდან უკრაინაში გაქცევა – ამჯერად არა თანაკლასელების მშობლების, არამედ ქართველი ხალხისგან…

     P.S.

     დღესროდესაც სააკაშვილის პარტია მისმა თავმჯდომარემ – გრიგოლ ვაშაძემაც კი დატოვა და მალე გაერთიანებულ ოპოზიციაში გაერთიანებული მარტო სააკაშვილი და ბურჯანაძე დარჩებიან, “ალი და ნინოს” ქანდაკებამ მოულოდნელად პოლიტიკური ინტერპრეტაცია შეიძინახალხმა მას “მიშა და ნინო” შეარქვა – აქაოდა, სააკაშვილი ალეგორიული ფორმით აფრთხილებს ნინო ბურჯანაძესრომ რამდენჯერაც არ უნდა გაიქცეს პუტინთანყოველთვის უკან დაბრუნდება!

ასეც მოხდა – ბურჯანაძე დღეს ბედნიერია, რომ გიჟმა მიშამ – განსაკუთრებით საშიშმა პატიმრობამისჯილმა დამნაშავემ – უკან სიხარულით მიიღო! საქართველოს პარლამენტის ამბიციური ექს-თავმჯდომარე უფრთხილდება თავის მეგობრობას “ოპოზიციონერებთან”, რომლებმაც ის ბანდაში მიიღეს, თუმცა ყოველთვის ოცნებობდნენ მის დაპატიმრებაზე! ყოფილი რაიკომის მდივნის ზიზღიანი ქალიშვილი და რესპუბლიკის ყოფილი სამხედრო პროკურორის მეუღლე ამაყობს იმითრომ ზის შეთქმულების მაგიდასთან განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების – უგულავასოქრუაშვილისბოკერიას გვერდითრომლებიც გლდანის ციხით ყარან! ბურჯანაძე ცინიკურად უწოდებს „თავისუფალ მედიას“ სააკაშვილის ტელეკომპანიას, რომელიც 10 წლის განმავლობაში მას სამშობლოს მოღალატესა და პუტინის მონას ეძახდა! იგი ტელეკომპანიის თანამშრომლებს “თავისუფალ ჟურნალისტებად” მოიხსენიებს, თუმცა ისინი პუტინსა და მისი მშობლების საფლავებს პირდაპირ ტელეეთერში აგინებენ. არადა, პუტინი პენსიონერ ბურჯანაძეს საქართველოს პრეზიდენტის დონეზე იღებდა!

… გასაკვირია, რომ ქალბატონ ნინოს ყველაზე ახლობელმა ადამიანებმაც კი არ ურჩიეს, თავს ლაფი არ დაესხა მთელი ოჯახისთვის. როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ ქართველ ხალხს 10 წელიწადი დასჭირდა, ბურჯანაძისთვის “ვარდების რევოლუცია”და სააკაშვილის საპარლამენტო ნოტარიუსის როლი რომ თითქმის ეპატიებინა. მაგრამ მეორედ აღარასდროს აპატიებს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 20 დეკემბერი
საქართველო, თბილისი