შემთხვევით ვუცქერ გადაცემას ვინმე დეპუტატ ხახუბიას ვეება სასახლეზე ბაგებში.
ყველას შეგახსენებთ, რომ კაპიტალიზმისთვის უთანაბრობა და უთანასწორობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ ნურც სრა-სასახლეების, ნურც იახტების, ნურც უზარმაზარი აპარტამენტების, ნურც არანორმალურად მაღალი ხელფასებისა თუ დანამატების ამ ღატაკ ქვეყანაში. ხოლო თუ ეს ყველაფერი არ მოგწონთ, გახდით კომუნისტები ან სოციალისტები მაინც. ჩემსავით. თორემ, იცით, აზრი არა აქვს და უბრალოდ შურია – არცთუ საუკეთესო ადამიანური თვისება.
გ.ლ.
გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი