ღირსეული შრომის პლატფორმის ინფორმაციით, შრომითი უფლებების დარღვევის შედეგად, 1 732-მა დასაქმებულმა კუთვნილი ანაზღაურებიდან ჯამურად წლიური 13 249 644 ლარი დაკარგა.
“საქართველოში მოპარული ხელფასის ზუსტი მასშტაბები უცნობია, თუმცა, ჩვენი მოპარული ხელფასის გამომთვლელის პირველი კვირის მონაცემებით, რომლითაც 1732-მა დასაქმებულმა გამოითვალა საკუთარი მოპარული ხელფასი, მათ ჯამურად წლიური 13 249 644 ლარი დაკარგეს კუთვნილი ანაზღაურებიდან, შრომითი უფლებების დარღვევის შედეგად”, — აღნიშნულია მათ განცხადებაში.
ღირსეული შრომის პლატფორმის თანახმად, მოპარული ხელფასის გამომთვლელის საშუალებით ადამიანს შეუძლია გაიგოს, რა ოდენობის თანხას შეიძლება კარგავდეს კუთვნილი ანაზღაურებიდან.
მათივე ცნობით, ხელფასის მოპარვა გულისხმობს აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ შრომას, აუნაზღაურებელ შრომას არასამუშაო საათებში, ხელფასის უკანონო დაქვითვას, გადაუხდელ ფეხის ქირას [ეგრეთწოდებული ჩაი, თიფსი] და მშრომელთათვის კუთვნილი შრომის ანაზღაურების დასაქმებულის მიერ სხვა სახით უკანონო მითვისებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია ღირსეული შრომის პლატფორმა პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმაა.