საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა,რომ სულ 4811 ტესტი ჩატარდა.
ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 209 462-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4227 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 184 668 გახდა.
“რუსთავი2”