ხანძარს, რუსთავში 42 წლის ქალი ემსხვერპლა

რუსთავში სააკაძის ქუჩაზე, მცირე ზომის სახლში ცეხცხლი გაჩნდა. ხანძრის დროს 42 წლის ქალი შენობაში იმყოფებოდა და მან გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხა. შენობიდან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა მისი 45 წლის ქმარი, რომელიც ხანძარს გადაურჩა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შენობაში ქალის დამწვარი ცხედარი ნახეს.

 

“რეზონანსი”