პუ­ტინი ბაიდენს: ” ჩვენ ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებთ“

თურ­ქულ გა­ზეთ “მი­ლი­ეთ­ში” («Milliyet») სტა­ტია სა­თა­უ­რით “ჯო ბა­ი­დე­ნი – ვლა­დი­მირ პუ­ტინს: “შენ უსუ­ლო ხარ“ და­ი­ბეჭ­და, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­სა და აშშ-ის ლი­დე­რე­ბის – ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი­სა და ჯო ბა­ი­დე­ნის სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს ეხე­ბა (ავ­ტო­რი – გი­უ­ნე­რი ჯი­ა­ვორ­ლუ).

პუბ­ლი­კა­ცი­ა მცი­რედ შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხით:

“იდგა 2011 წელი …

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა კრემლში ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან, რო­მელ­საც მა­შინ რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი ჰქონ­და და­კა­ვე­ბუ­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვი და პო­ლე­მი­კუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა.ასევე დაგაინტერესებთ

შემ­დეგ მათ შო­რის პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა შედ­გა, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის პი­რად კა­ბი­ნეტ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის წევრთა გა­რე­შე.

სწო­რედ მა­შინ უთხრა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა ვლა­დი­მირ პუ­ტინს – “ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, გი­ყუ­რებთ თვა­ლებ­ში და ვფიქ­რობ, რომ თქვენ სული არ გაქვთ“.

ვლა­დი­მირ პუ­ტინს გა­ე­ცი­ნა, მას აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვებ­ზე არც წყე­ნა გა­მო­უ­ხა­ტავს, არც გაბ­რა­ზე­ბუ­ლა და უპა­სუ­ხა: ჩვენ ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებთ“.

ამის შე­სა­ხებ ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში და­წე­რა.

ეს დი­ა­ლო­გი 2014 წლის 21 ივ­ლისს ჯერ ამე­რი­კულ­მა გა­ზეთ­მა “ნიუ იორ­კერ­მა”, შემ­დეგ კი ბრი­ტა­ნულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “რო­ი­ტერ­მაც“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი ასე­თი იყო: “აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა თქვა, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტინს სული არ აქვს“. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი იყო: ჯო ბა­ი­დენ­მა პუ­ტინ­თან 2011 წელს გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა, როცა იგი რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო და თქვა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რი მა­შო­რებ­დაო…“

ეს ვი­ზი­ტი კარ­გად ახ­სოვს მოს­კოვ­ში აშშ-ის ყო­ფილ ელჩს მა­იკლ მა­კ­ფოლს. იგი ამ­ბობს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის დროს ორმა სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წემ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ იდა­ვე­სო.

ამას წი­ნათ გა­ზეთ­მა “ნიუ-იორკ თა­იმსმა” გა­მო­აქ­ვეყ­ნა ანა­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: “ჯო ბა­ი­დე­ნი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის შემ­დეგ შეც­ვლილ მსოფ­ლი­ო­ში: იგი უფრო კონფრონ­ტა­ცი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი რუ­სე­თის წი­ნა­შე იქ­ნე­ბა“.

აი, რას წერს ამე­რი­კის მთა­ვა­რი გა­ზე­თი:

15 დე­კემ­ბრამ­დე რუ­სე­თის ლი­დე­რი არ აღი­ა­რებ­და, რომ ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა. მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად კრემ­ლის მომ­ხრე მა­ს­მე­დია რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­და – “დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვლო­აო“. ბო­ლოს კი, სამ­შა­ბათს ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ჯო ბა­ი­დენს მი­სა­ლო­ცი მი­მარ­თვა გა­უგ­ზავ­ნა და აღ­ნიშ­ნა, – მზად ვარ თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის­თვი­სო.

  • და მა­ინც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ჯო ბა­ი­დე­ნის არ­ჩე­ვით უკ­მა­ყო­ფი­ლოა.

ჯო ბა­ი­დე­ნი სულ სხვა პუ­ტინს ხე­დავს და არა იმას, რო­მელ­საც იგი იც­ნობ­და ბა­რაკ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს. დღეს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი უფრო გა­ბე­დუ­ლი რუსი ლი­დე­რია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზეა და ამე­რი­კე­ლებს გა­მოწ­ვე­ვებს უგ­ზავ­ნის.

ბა­რაკ ობა­მა აგ­დე­ბით ეკი­დე­ბო­და რუ­სებს და მის ქვე­ყა­ნას “რე­გი­ო­ნულ სა­ხელ­მწი­ფოს“ უწო­დებ­და.

მაგ­რამ…

მსოფ­ლიო მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა, დღეს ჯო ბა­ი­დენ­სა და მის გუნდს სხვაგ­ვა­რად ფიქ­რი მო­უ­წევთ.

რუ­სე­თის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ “ჯო ბა­ი­დენ­მა ორ­მხრი­ვი პო­ლი­ტი­კა უნდა გა­ა­ტა­როს – უნდა ეცა­დოს კრემ­ლი კონ­ტროლ­ქვეშ ჰყავ­დეს და იმავდრო­უ­ლად რუ­სეთ­თან ერ­თად იმუ­შა­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად“.

მა­გა­ლი­თად, შემ­ტე­ვი ირა­ღის შემ­ცი­რე­ბის მე­სა­მე ეტაპ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი­სა და აშშ-ის ატო­მუ­რი არ­სე­ნა­ლი 1150 საბ­რძო­ლო მუხ­ტამ­დე (ბომ­ბამ­დე) უნდა შემ­ცირ­დეს. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა 5 თე­ბერ­ვალს იწუ­რე­ბა.

ჯო ბა­ი­დენ­მაც და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე თან­ხმო­ბა გა­მო­ხა­ტეს. გა­მო­დის, რომ აქ რა­ი­მე სირ­თუ­ლე არ არ­სე­ბობს.

ანდა ავი­ღოთ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პრობ­ლე­მა: ამ სა­კი­თხშიც ამე­რი­კას და რუ­სეთს ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ. ჯო ბა­ი­დენს სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­კი­თხში ჯონ ქერი ჰყავს – აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი.

მაგ­რამ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი გა­რი­გე­ბის სა­კი­თხის “გა­მო­ცო­ცხლე­ბა­ში“ ამე­რი­კას რუ­სეთ­თან რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­წევს, რად­გან 2015 წელს მის და­დე­ბა­ში რუ­სე­თიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და – სწო­რედ მოს­კოვ­მა მი­ი­ღო ათა­სო­ბით ტონა “გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ურა­ნი“ ირა­ნი­დან. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ეს ძალ­ზე რთულ დო­სი­ეს წარ­მო­ად­გენს.

აშშ-ის სე­ნა­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბის სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ჯეკ რიდი “ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სამ ძი­რი­თად მი­ზან­ზე“ ლა­პა­რა­კობს:

  • პირ­ვე­ლი – სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა;
  • მე­ო­რე – გავ­ლე­ნის სფე­როს აღ­დგე­ნა რუ­სე­თის ირ­გვლივ;
  • მე­სა­მე – და­უბ­რუ­ნოს რუ­სეთს დიდი და ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი

ჯო ბა­ი­დენს, “ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მო­სა­თო­კად“, ამე­რი­კის უცხო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა და­ჭირ­დე­ბა.

სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ…

ნა­ტოს ვარ­სკვლა­ვი გაბრ­წყინ­დე­ბა.

მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ჯო ბა­ი­დე­ნი დო­ნალდ ტრამპს კბი­ლებს უკ­რეჭს: “და­ნიშ­ნუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი დო­ნალდ ტრამ­პის რუ­სეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­წყი­სი მი­ზე­ზე­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად“.

ამ­ბო­ბენ, რომ ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნი “ემო­ცი­უ­რი“ პო­ლი­ტი­კო­სია. კი­დევ იმა­საც ლა­პა­რა­კო­ბენ – შე­იძ­ლე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის გრძნო­ბამ სძლი­ოს და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ფუ­ჭო­სო. ვნა­ხოთ“.

წყარო – ამბები.ჯი