ქართველებმა უნდა იცოდნენ: რუსმა, წარმოშობით ქართველმა, განსაზღვრა ვარსკვლავური საათი მსოფლიო ისტორიაში!

მიმაჩნია, ქართველებმა უნდა იცოდნენ: რუსმა, წარმოშობით ქართველმა, განსაზღვრა ვარსკვლავური საათი არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში!

ეს არაა საქართველოს აპოლოგეა, რამდენადაცმივიჩნევ, რომ საქართველომ პირველმა უღალატა საბჭოთა კავშირს, ამდენად დღევანდელ ქართველებს ვერაფრით ვერ შევაქებ! რამდენადაც იმ დროს იყო ბერიაც, რასაც ვერ გავექცევით, კაცობრიობის ვარსკვლავური საათი ნამდვილად ქართული იყო. ვშიშობ, რომ დღეს საქართველო რუსეთისგან არ განსხვავდება და თავისი სამშობლოს ისტორიის შესახებ მხოლოდ ხრუშჩოვის ტყუილებიდან იციან, რომელსაც ის დასავლეთის დავალებით ახმოვანებდა.

გასული საუკუნის პირველ ნახევარში, სსრკ-ის მოსახლეობა დიდ გაურკვევლობასა და საშიშროების წინაშე იდგა. საშიშროების წუთებში (თუ მას გააცნობიერებ) ნებისმიერი გონიერი ხალხი წამოაყენებს ბელადად ყველაზე ჭკვიან და სამართლიან ბელადს, მასთან ერთად გაიმარჯვებს და ამაღლდება. ვისი ხელმძღვანელობით გავხდით ჩვენ რუსი (საბჭოთა) ხალხი ზეადამიანები? ვისი ხელმძღვანელობით ავმაღლდით? ვისი ხელმძღვანელობით დავაჩოქეთ მთელი ფაშისტური ევროპა და კოსმოსში ავიჭერით? რა, ამერიკელი მრჩევლები გვყავდა მოწვეული?

დაფიქრდით ამაზე და მიხვდებით, საიდან აქვს დასავლეთს სტალინის მიმართ ასეთი სიძულვილი. დასავლეთისთვის სტალინი კი არ არის საშიში, არამედ ჩვენ, რუსები (საბჭოელები), როცა ჩვენ ვხდებით ზეადამიანები და როცა ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაღწევთ. სტალინს კი არ ასხამენ ლაფს ადგილობრივი და იმპორტული ანტისტალინისტები. მას აკლდება რამე ჩირქის მოცხებით? ვინ ისინი და ვინ სტალინი? ეს სასაცილოა. სტალინისადმი ცილისწამებით ჩვენს წინაპრებს და, შესაბამისად, ჩვენც გვამცირებენ.

სტალინი იყო რეალური, ნამდვილი ხელმძღვანელი – ის, ვინც პირადად ხელმძღვანელობდა, და არა მხოლოდ ხელს აწერდა ბიუროკრატიული აპარატის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს და არ კითხულობდა ამავე აპარატის მიერ მომზადებულ სიტყვას. (ასეთი ხელმძღვანელები დღეს არ არიან). და როგორც ხელმძღვანელს, სტალინს ბადალი არ ჰყავდა მსოფლიო ისტორიაში. ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ.

მეორე მსოფლიო ომში სსრკ სტალინის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად მთელ ევროპას შეებრძოლა და გერმანიისა და მისი მოკავშირეების 75% შეიარაღებული ძალები გაანადგურა, (15 % ამერიკის ხარჯზე მოდის, ხოლო ბრიტანეთისაზე- 10% ). მეორე მსოფლიო ომმა იმ სიმდიდრის მესამედი გაანადგურა, რაც ჩვენმა წინაპრებმა რიურიკიდან დაწყებული დააგროვეს, და, მიუხედავად ამისა, 1947 წელს სსრკ -მ გააუქმა ბარათები პროდუქტებზე – ომიდან ორი წლის შემდეგ, საფრანგეთმა ეს 1949 წელს შესძლო და ინგლისმა მხოლოდ 50 -იანი წლების დასაწყისში… თანაც ამ ქვეყნებში პროდუქტები ბარათებითაც კი ისეთი ძვირი იყო, რომ შეძენა შეუძლებელი იყო მოსახლების უმრავლესობისათვის.

სსრკ – ში 5 წლის შემდეგ ბარათები გაუქმდა. პური, ხორცი, ზეთი უკვე ორჯერ იაფი ღირდა, ვიდრე ბარათების გაუქმებამდე, შაქარი კი სამჯერ ნაკლები. ამ 5 წლის განმავლობაში აშშ-ში პურზე ფასი ერთი მესამედით, ინგლისში ორჯერ, საფრანგეთშიც ორჯერ მეტად გაიზარდა. ხორცზე ფასმა აშშ -ში ერთი მეოთხედით, ინგლისში – ერთი მესამედით, საფრანგეთში კი ორჯერ მოიმატა. 1952 წელს არა მარტო სსრკ – ს დედაქალაქებში, არამედ საოლქო ცენტრებშიც უკვე მაუწყებლობდა ტელევიზია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში მასზე არც ოცნებობდნენ.

სტალინურ სსრკ -ს ეკონომიკური ზრდის ტემპებით, მისი მკვლელობის შემდეგაც კი ათწლეულობის მანძილზე, ვერავინ ვერ უსწრებდა.

მე 22 წელი ვიმუშავე ქარხნის ხელმძღვანელად და ვიცი, რას ნიშნავს მართვა. მე პირადად 1500, ირიბად კი 6000 ადამიანს ვხელმძღვანელობდი, სტალინი კი 100 მილიონს და როგორი ეფექტით! მე ეს აღტაცებას მგვრის – აი, ეს არის კაცობა! თქვენ თუ გინდათ იყოთ ის, როგორსაც ოცნებობს დასავლეთი დაგინახოთ – კაცუნებად – სულელურად გაიმეორეთ, რომ სტალინმა დახოცა ასი მილიონი უდანაშაულო ადამიანი, მაგრამ თუ თქვენ ადამიანები ხართ, დაფიქრდით, ამ უდიდეს ადამიანზე.

მე უკრაინელი ვარ და მინდა ქართველებს მოგმართოთ უკრაინელი პოეტის შევჩენკოს სიტყვებით: “Славных прадедов великих, правнуки поганые”. ასევე ვართ, ჩვენც, უკრაინელები.

 

იური მუხინი

(“ჯორჯიან ტაიმსთან” 2009 წლის ინტერვიუში)