ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით დაშავებულებს შორის ფეხმძიმე ქალია. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს კლინიკაში გადაჰყავთ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. „პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.
წყარო: newposts.ge